კახეთში მოსახლეობა საძოვრის დაბრუნებას ითხოვს. სოფელ თოხლიაურის მაცხოვრებლების განცხადებით, მიწა უკანონოდ გასხვისდა. სოფლის 10 ჰექტარზე მეტი საძოვარი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა მიწის კომისიამ გაასხვისა.
ადგილობრივების განმარტებით, სოფელს საქონლისათვის სხვა საძოვარი არ აქვს და მიწის კვლავ სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.
თოხლიაურის მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაპირდა.