5 წლის წინ ჯიშების განახლების პროგრამით ამერიკული სიმინდი შემოიტანეს და ფერმერებს მოსავლის შემდგომ დაბრუნების პირობით ასესხეს, თუმცა ფერმერთა ნაწილს მოსავალი არ მიუღია. მარცვალი უვარგისი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულადაც დამტკიცდა და იმ ფერმერებმა ვინც სასამართლოში იჩივლა, საქმე მოიგო.
წინა მთავრობამ პრობლემა აღიარა, გლეხებს ვალი აპატია და მათ კომპენსაციასაც დაპირდა, თუმცა დღეს მთავრობა ფულს მაინც ითხოვს. დაზარალებული გლეხების თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კორპორაციამ სესხის დაფარვა ისევ მოსთხოვა, რასაც საურავებიც დაუმატა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ვალებისგან უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი