კურორტი გომარდული უკვე 2 წელია, არ ფუქციონირებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ 2009 წლიდან ყოველ ზამთრს, სულ მცირე, 2000 ტურისტი სტუმრობდა.
აჭარის მთებში გომარდულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ინვესტორის შეუსრულებელი ვალდებულების გამო დასახლებაში აღარ ფუნქციონირებს სათხილამურო ინფრასტრუქტურა და ადილობრივები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, თოვლს კი უკვე ნოემბრიდან ელდოებიან.
ადგილობრივებს დღეს ლევან ვარშალომიძე შეხვდა. კურორტი სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას გაიხსნა. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას ბიზნესისათვის ხელშეშლაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს.
თუ ყადაღა არ მოიხსნება კურორტი გომარდული ტურისტებს ამ ზამთარსაც ვერ უმასპინძლებს.
ავტორი: თეონა ცხომელიძე