20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმე - დღეს პროკურატურასთან აქცია გაიმართა

დღეს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე 2 წლის წინ მომხდარი ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა მოითხოვეს. კავშირ საფარის წევრებმა გამოძიების გაჭიანურება და ბრალდებულების დაუსჯელობა გააპროტესტეს.

ხანუმ ჯეირანოვამ სოფელ იორმუღანლოში თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც თანასოფლელმა კაცებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და საჯაროდ დაამცირეს.

ერთ-ერთი მათგანი ჯეირანოვას ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, რისთვისაც საპატიმრო სასჯელს იხდის. აქციის წევრებმა საქმის სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვეს.

დღის ამბები