25 სოციალურად დაუცველი, უსახლ-კარო და მრავალშვილიანი ოჯახი დახმარების მოლოდინში. საცხოვრებლის მოთხოვნით ბათუმში მცხოვრებლები ხის ყოფილი გადამამუშავებელი ქარხნის მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება მოსთხოვეს.
გვიან საღამოს ადგილზე საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. მოგვიანებით კი უსახლ-კაროდ დარჩენილი ოჯახები ქალაქის მერს შეხვდნენ.
გიორგი ერმაკოვი მათ საქმეების ინდივიდუალურად განხილვას დაჰპირდა. ქარხნის შენობაში შეჭრილებმა ცოტა ხნის წინ შენობა დატოვეს და ორშაბათიდან მერიას განცხადებებით მიმართავენ.