წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავისუფალი დემოკრატები სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ.
დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ბავშვებს სკოლის დაწყება მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მინდა, რომ სწორედ 8 ოქტომბრის შედმდეგ, უფრო მეტად იყოს ჩვენი მომავალი თაობა განათლებული, უფრო იყოს მობილიზებული, იმისათვის, რომ მათთვის სამუშაო ადგილები გაჩნდეს ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.