ეროვნული ფორუმის ლიდერები თბილისში დევნილებს შეხვდნენ. ავჭალაში შეკრებილ იძულებით გადაადგილებული ადამიანების პრობლემები გუბაზ სანიკიძემ და კახა შარტავამ მოისმინეს და ადგილობრივებს მუხიანი-გლდანის ოლქის მაჟორიტარად დავით დარახველიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ეროვნული ფორუმის წევრებმა დამხმარე ფართების საკუთრების საკითხზე ისაუბრეს.
„ისევე, როგორც არ მოძრაობს ქვეყანა წინ, ლტოლვილების საკითხიც ასე არის დარჩენილი გადაუწყვეტელი,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.