20 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებას ზუგდიდის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს

თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს. ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგი გამართა და მედიას საარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები გააცნო. მისი განმარტებით, სამეგრელოში არსებული თხილის პლანტაციების გადასარჩენად სოფლის მეურნეობის სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.

„ხალხს უნდა დაურიგდეს წამალი და შემწამვლელი ნივთიერებები, რომელიც გამოასწორებს ამას და შემდეგი წლის მოსავალს არ მიადგება ზიანი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები