რატომ ხდება, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტა ქალია? ეს შეუსაბამობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების გამოქვეყნების შემდეგ. რამდენიმე პოლიტიკურ მოძრაობას ე.წ. გამსვლელ სიაში საერთოდ არ ჰყავს ქალი.
ამ მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 12 %-ს შეადგენდა. პარტიული სიების მიხედვით 2016 წლის არჩევნების შედეგად, შესაძლოა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ უფრო ნაკლები ქალი მოხვდეს. ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია უკვე წლებია ითხოვს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საკითხი. მისი თქმით, უფრო მეტი ქალი პარლამენტში, პოლიტიკურ ხასიათს შეცვლის.
ავტორი: გვანცა სუთიძე.