თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აუდიტორია 115-ის წევრები აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი რექტორობის არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და მოუწოდებენ მოხსნას კანდიდატურა.
მათი შეფასებით, შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს.
დღეს სტუდენტები საკუთარ პოზიციებს ლექტორებს გააცნობენ. ხვალ კი რექტორობის კანდიდატებს შეხვდებიან.