კარდიოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობაში შესახლებული ოჯახები დღეს თბილისის მერიასთან აპირებენ შეკრებას.
სოციალურად დაუცველები, დევნილები და იპოთეკით დაზარალებულები ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითხოვენ.
ასევე იმ ფართების დაკანონებას, სადაც ისინი ამჟამად არიან შესახლებული. შენობაში 120-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
მათი თქმით, უკვე წლებია ითხოვენ ხელისუფლებისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა უშედეგოდ.