20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე. ისინი მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მოითხოვენ ხელფასების მომატებას და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას.

გაფიცვაში 100-მდე რკინიგზელია ჩართული. მათ აქციას დღეს სოლიდარობას უცხადებენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლებიც. 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მუშაობის დროს არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არსებობს და გარდა ამისა, მათი მისამართით გრძელდება სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დღის ამბები