ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციის შემთხვევების დროული გამოძიება არ ხდება.
ომბუდსმენი სამართალდამცავების მხრიდან, მსგავს ფაქტებზე არასენსიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
„სენსიტიური არ იყო პოლიცია და ჩვენ ასეთი არა ერთი ფაქტი გვაქვს. ბოლომდე არ არის მისული არა ერთი ინციდენტი, როდესაც რელიგიური უმცირესობების მიმართ ირღვეოდა უფლებები და სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება, როცა ბოლომდე არ არის გამოძიება მისული, არ არის კონკრეტული შედეგი დამდგარი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ადგილობრივების მხრიდან დისკრიმინაცია დაადასტურა და მათ ჯარიმა ერთი ლარის ოდენობით დააკისრა.