შეხვედრა - ლექცია სტუდენტებთან - ახალგაზრდებთან საქართველოს დეოკუპაციის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩებმა ისაუბრეს.
ლექციის მსვლელობისას ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვათ.
სტუდენტებთან შეხვედრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას ინიციატივით, უკვე მესამედ ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას და დეოკუპაციის გარეშე, ჩვენს უსაფრთხოებას ყოველთვის კითხვის ნიშანი ექნება,“ - აღნიშნა ნიკა რურუამ.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, დღეს პოლიტიკურ დისკურსში, სულ უფრო ნაკლებს საუბრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.