20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ხეების მოჭრა - დედაქალაქის მერი ალეკო ელისაშვილს და დავით ზურაბიშვილს პასუხობს

თბილისის მერის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დავით ნარმანიას განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობა დაკითხულია.

„გამოძიებისთვის რაც საჭიროა, ყველა ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენს ინტერესშიც შედის, რომ გამოძიება დასრულდეს, რათა ობიექტური ინფორმაცია მივიღოთ, იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, შემდეგ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დღის ამბები