ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. ბავშვთა შრომა 5-დან 17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობას ეხება.
კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ჩატარდა და დაახლოებით 7700 შინამეურნეობა მოიცვა.
კვლევის მიზანს ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მიზეზებისა და შედეგების შეფასება წარმოადგენდა.