20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის ნებართვა სუს-ში და "ქართული ოცნების" მაღალ ეშელონებში მიიღეს - სევდია უგრეხელიძე

ყაზბეგის გამზირზე 50-მდე ხის მოჭრაზე გადაწყვეტილება სუს-ში და ქართული ოცნების მაღალ ეშელონებში მიიღეს - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა სევდია უგრეხელიძემ გააკეთა. მისი მტკიცებით კომპანია, რომელიც ყაზბეგის ქუჩაზე აწარმოებს მშენებლობას ქართული ოცნების შემომწირველია და ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერს მმართველი გუნდიდან დაავალეს.

„რომ გამოიკვლიონ ალბათ დადასტურდება, რომ ეს ჯანსაღი ხეები იყო, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში სარგებლობენ იმით, რომ თემა მიჩქმალული იყოს. გამორიცხული ასეთ დაბალ დონეზე, როგორიც არის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი რაიმე წყდებოდეს, მანდ ნარმანიაც არაფერს წყვეტს. უთხრეს, რომ იმ კომპანიას, რომელიც არის შემომწირველი ქართული ოცნების სჭირდება იქ მშენებლობა და ხეების გაჩეხვა და ეს გადაწყვეტილება მიიღება სუს-ში და მიიღება ქართული ოცნების მაღალ ეშელონებში,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

დღის ამბები