მედიის განვითარების ფონდმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. შუალედური კვლევა 2016 წლის პირველი აპრილიდან 31 ივლისამდე მიმდინარეობდა და 8 ტელე-მედიასაშუალებას და 5 ონლაინ გამოცემას მოიცავდა.
მონიტორინგი პროექტის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისათვის ჩატარდა.
„მონიტორინგმა აჩვენა, რომ დღესაც რეალურად საქართველოში მაინც შენარჩუნებულია მედიის პოლარიზება. თუმცა, მეორე მხრივ, მედიასაშუალებების ის მრავალფეროვნება, რომელიც არის, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოებას სხვადასხვა მედიასაშუალებების წყალობით, საშუალებაა აქვს, რომ მიიღოს მთლიანი ინფორმაცია,“ - განაცხადა კვლევის ავტორმა თამარ ხორალაძემ.