20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ნატა ფერაძის თქმით ნინო სულხანიშვილის ფაქსიმილია უკანონოდ გამოიყენეს, თუმცა ის მაინც უნდა გადადგეს

პარტიზანი მებაღეების ხელმძღვანელი ნატა ფერაძე ირწმუნება, რომ ყაზბეგის #24-ში 50 ხის მოჭრის ნებართვის გაცემის დოკუმენტზე ეკოლოგიისა და გამწვანების ხელმძღვანელის ნინო სულხანიშვილის ხელმოწერა არ არის, თუმცა მისი პასუხისმგებლობა ამით არ მცირდება. ნებართვის დოკუმენტს სამსახურის უფროსის მოადგილის ნუგზარ კახნიაურის ხელმოწერა აქვს. ამიტომ ნატა ფერაძე სულხანიშვილისა და კახნიაურის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„დაზუსტებით ვიცით, რომ სულხანიშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა ქალაქში და მისი ფაქსიმილიით ისარგებლა ვიღაცამ. ზუსტად არ ვიცით ვინ, თუმცა მგონია რომ ეს იყო კახნიაური. მაგრამ რეალურად ნუგზარ კახნიაური ვის გადაყენებასაც მოვითხოვთ სულხანიშვილთან ერთად, რეალურად სწორედ კახნიაური მართავს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს. ის არის სამხედრო, მან არ შეიძლება კარგად მართოს და არის კულუარული მმართველი. როცა შენს ფაქსიმილიით სარგებლობენ ეს ნიშნავს, რომ შენ მას ენდობი და მან ისევე უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობა, როგორც თავად მოეწერა ხელი,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

 

დღის ამბები