20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებზე ოპოზიცია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს

ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საქმეს უკვე ერთი თვეა პროკურატურა იძიებს, თუმცა ამ დრომდე არც მოკვლევის შედეგებია ცნობილი და არც ერთი კონკრეტული პირი არ გამოვლენილა, ვინც შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს თბილისის ცენტრში გაჩეხილ ნარგავებზე.

საკრებულოს ოპოზიცია პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე მიუთითებს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი შესაძლოა გამოძიების მიერ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში აღმოჩენილი დარღვევები იყოს. მათ შორის ის, რომ ათობით ხის მოჭრის შესახებ ნებართვა ამ სამსახურის ხელმძღვანელის გვერდის ავლით, ხელმოწერის გაყალბებით მოხდა.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, რომელზეც საკრებულოს წევრები მიუთითებენ, გამოძიებამ უკვე დაკითხა. ეს ინფორმაცი დღეს თბილისის მერმაც დაადასტურა. დავით ნარმანია გამოძიების შედეგებს ელოდება.

გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პროკურატურის მხრიდან დღეს განმარტებები არ გაკეთებულა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები