20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ცნობილი მუსიკოსები თბილისში - ჯაზ ფესტივალი 10 ნოემბერს იწყება

ცნობილი საქსაფონისტი ქენდი დალფერი ნოემბრის დასაწყისში, თბილისის ჯაზ ფესტივალის სტუმარი იქნება.

ამერიკული ჯაზის ვარსკვლავი თბილისში საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოდის. ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, დალფერი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ახალი ალბომიდან მსმენელისთვის უცნობ კომპოზიციებსაც შეასრულებს.

თბილისის ჯაზ ფესტივალის პირველი სტუმარია ბრიტანელი პიანისტი და მომღერალი ჯემი ქალუმი. ის ქართველი მსმენელის წინაშე თბილისში პირველად 10 ნოემბერს წარსდგება.

10 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით მელომანები და ჯაზის მოყვარულები ცნობილი მუსიკოსების მოსასმენად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბებიან.

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები