სამეგრელოში ბევრი ოჯახი თხილის გაყიდვით ირჩენს თავს, მაგრამ წელს მოსავალი თითქმის განახევრებულია, მიზეზი მცენარის დაავადებებია, რომლებიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და თუ ხეების შეწამვლა დროულად არ მოხდა, შესაძლოა მომავალ წელს ფერმერები საერთოდ მოსავლის გარეშე დარჩნენ.
ადგილობრივები კურიერთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ აუცილებელი შხამ-ქიმიკატებისთვის არც სახსრები აქვთ და არც შესაბამისი ცოდნა, ამიტომ დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდებიან.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.