20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ფოთში მცხოვრები მოსახლეობის გაუსაძლისი პირობები

ფოთში ოქტომბრიდან მაისის თვემდე ცხოვრება გაუსაძლისია. ადგილობრივებს დამპალი თევზის სუნი აწუხებთ, რომელიც მთელ ქალაქში ვრცელდება და ნორმალურ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ფოთელები ყვებიან, რომ თევზის გადამამუშავებელი ქარხნები ნარჩენებს პირდაპირ რიონში უშვებენ.

ქარხნის მფლობელები კი პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობენ - ჯარიმა იმდენად დაბალია, რომ მისი გადახდა ურჩევნიათ ძვირადღირებული ფილტრების დაყენებას.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ფოთის მერი მიიჩნევს, რომ ეს სუნი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ეს ფოთელების მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

ავტორი: მაია ლომიძე.

დღის ამბები