20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მედიატური გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მედიატური გაიმართა. გიგლა აგულაშვილმა ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა, ასევე ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებას სამინისტრო 2017 წლიდან გეგმავს.

გასვლით მედიატურში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული საშენი მეურნეობისა და სამინისტროს სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მედიის წარმომადგენლებს თავიანთ სფეროში საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დღის ამბები