20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
კომპანია, რომელმაც ტიტას ხე ზღვით გადაიტანა, რუსთავში სარემონტო სამუშაოებს მე-8 თვეა ასრულებს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე უკვე 8 თვეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადათხრილია, შენობები კი ხარაჩოებშია მოქცეული.

ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო და საკვები ობიექტების მუშაობა შეფერხებულია.

სამუშაოებს კომპანია დაგი აწარმოებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილისთვის ტიტას ხე ციხისძირიდან ურეკში გადატანა უზრუნველყო.

ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სამუშაოების დროულად დასრულება მოსთხოვოს.

მამუკა ჩიქოვანის ბრალდებებს უპასუხეს რუსთავის მერიაში. მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულდება.

 

დღის ამბები