20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"ზეწოლების და დანიშვნების ადგილი უნივერსიტეტში არ არის" - რექტორის არჩევნები თსუ-ში

"ზეწოლების და დანიშვნების ადგილი უნივერსიტეტში არ არის", - ასეთია სტუდენტთა ნაწილის შეფასებები რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც თსუ-ში მალე გაიმართება. 

სტუდენტების ამგვარი განცხადებები განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის, კანდიდატურის დაყენებას მოჰყვა.

აუდიტორია 115-ში მიაჩნიათ, რომ შარვაშიძემ მინისტრის მოადგილობის დროს ხელი არ შეუწყო უნივერსიტეტის ძირეულ რეფორმირებას და მათ არც ახლა აქვთ შარვაშიძის იმედი.

აუდიტორია 115-ში განმარტავენ, რომ განათლების სამინისტროსა და აუდიტორია 115-ს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა გიორგი შარვაშიძეს ეკისრება.

უნივერსიტეტში დანიშვნების წინააღმდეგები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც რექტორები ზეწოლით უნდა დანიშნონ. მეტიც, თვითმართველობაში ამბობენ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს ლეგიტიმური ორგანო - აკადემიური საბჭო, რომელიც ირჩევს და იღებს გადაწყვეტილებებს.

 

 

ავტორი: შოთა კიკნაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები