ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში ახალი გუნდი შემოდის - ექსპერიმენტული თეატრი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებზეა აგებული. დრამა 6 ენაზეა ნათარგმნი და 2016-17-18 წლებში 8 სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფებთან ერთად მოხდება მისი განხორციელება. საქართველო იქნება პირველი.
სპექტაკლი დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევებს ეხმიანება - ადამიანის უფლებებს, ძალადობასა და ტერორიზმს.
დოკუმენტური თეატრი ქართული თეატრალური სივრცისთვის ახალი ფენომენია. პრემიერა ხვალ თბილისშია დაგეგმილი.
ავტორი: მაია ლომიძე