აუდიტორია 115-ის წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებთან შეხვედრები გამართეს.
კვლავ ძალაში რჩება მათი პრეტენზია განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია შარვაშიძესთან, რომელსაც მოუწოდებენ, მოხსნას კანდიდატურა.
მათი შეფასებით, მისი გამარჯვებით სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს.
თავად რექტორობის კანდიდატები იმედოვნებენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება.