ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება. დღეს იწურება სამ დღიანი ვადა, რომელიც მოშიმშილე ლექტორებმა არჩილ ფრანგიშვილს მისცეს.
ისინი მესამე ვადით არჩეული რექტორის გადადგომას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უვადო შიმშილობის დაწყებას და აქციების გამართვას გეგმავენ.
ლექტორების აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ჯერ არ დაწყებულა საქალაქო სასამართლოში.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩილ ფრანგიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.