სახალხო დამცველს აქვს უფლება თვისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს დავის პარალელურად მოამზადოს რეკომენდაცია დავასთან დაკავშირებით - ასე უპასუხა უჩა ნანუაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პასუხობს.
სახალხო დამცველმა განმარტა, რომ რეკომენდაცია უნივერსიტეტისა და სამინისტროს მხრიდან მოპოვებული დოკუმენტაციის შედეგად გასცა.
„სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება, მათ შორის, როდესაც მიმდინარეობს კონკრეტული დავა სასამართლოში, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, საკუთარი რეკომენდაცია მოამზადოს. ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მოვამზადეთ რეკომენდაცია, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული განათლების სამინისტროს მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.