ქართული ოცნების მიერ მომზადებული საარჩევნო მემორანდუმი მესამე სექტორისთვის მისაღებია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ არჩევნებმა უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ხელისუფლების პასუხისმგებლობა არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან და მშვიდ გარემოში არ მცირდება.
"გასაგებია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია სკეპტიკურად ეკიდებოდეს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერას. თუმცა თუ პოლიტიკური ოპოზიცია დაადასტურებს ამ დოკუმენტაციაზე ხელმოწერით სრულ მზადყოფნას, რომ რომ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საარჩევნო მემორანდუმი მისაღებია საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს ხელმძღვანელისთვის, ეკა გიგაურისთვისაც.
"ყველა საუბრობს იმას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროვოკაციებს უწყობენ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ უნდა იყოს ეს მემორანდუმი მეორე აუცილებლად უნდა შესრულდეს,"- განაცხადა გიგაურმა.