ბათუმში, თურქული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა განათლების მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავასთვის უცნობი იყო, რომ სკოლას მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიწვიეს სკოლის გახსნაზე აჭარის მთავრობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს სკოლა ქართული კანონმდებლობით იქნებოდა ავტორიზირებული და აკრედიტებული და გააგრძელებს მუშაობას, როგორც სრულფასოვანი სკოლა. ძალიან ვწუხვარ, მშენებლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ჩვენ ინფორმირებული არ ვიყავით. ასევე, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, როდესაც სკოლამ გადაწყვიტა, რომ გახსნაზე არ დაეპატიჟა აჭარის ხელისუფლების ან განათლების სამინიტროს წარმომადგენლები,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.