უმოქმედობასა და საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ პროკურატურას ამხანაგობის წევრები, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე არაკანონიერ მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით, წლების წინ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა საკუთარი ბინები ჩააბარეს, რომ ხილიანზე აშენებულ კორპუსში მიეღოთ ბინები.
ნაკვეთი უკანონოდ აღმოჩნდა კერძო პირების საკუთრებაში, რის შემდეგაც კორპუსის ასაშენებლად სხვა კომპანიას გადაეცა.
ამხანაგობის წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს პროკურატურას, თუმცა მათი თქმით, პასუხი არ მიუღიათ. დაზარალებულები მშენებლობაზე ყადაღის დადებას ითხოვენ, ვიდრე გამოძიება დასრულდება.
„20-25 ადამიანი მყავს 87 წლის. თუ ყურადღება არ მოგვექცევა, რაც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, დავიწყებ აქციებს და სათითაოდ რომ გარდაიცვლებიან, ალბათ მერე მოგვაქცევენ ყურადღებას,“ - განაცხადა დაზარალებულმა მანანა კიკნაძემ.