20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
კორცხელში "ენმ"-ის გამარჯვების შემდეგ გათავისუფლებული ბაღის გამგე, თანამდებობაზე აღადგინეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კორცხელის ბაღის გამგე თანამდებობაზე აღადგინა. ამის შესახებ დღეს სანდრა რულოვსმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგინა და განაცხადა, რომ ის რამდენიმე კვირის წინ ბაღის მმართველის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

სანდრა რულოვსმა, ასევე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების და მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე და მმართველ პარტიას მოუწოდა, შეწყდეს წინასაარჩევნოდ მუქარა მათი მხარდამჭერების მიმართ.

დღის ამბები