თანამედროვე მუსიკალური პროექტის მასპინძელი ძველი თბილისური ეზო - სრულიად ახალი პროექტი მიშა მდინარაძემ, ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ჩაიფიქრა. მულტიკულტურული ხასიათის და მრავალფეროვანი ჟღერადობის მუსიკალურ მოგზაურობაში გამორჩეულად ბევრი, ძველი და თანამედროვე ინსტრუმენტი ჩართო.
წლის ბოლომდე კონცერტები ქალაქის კიდევ რამდენიმე, ბევრისთვის უცნობ ეზოში დაიგეგმება. 25 სექტემბერს კი სცენა აღმაშენებლის 44-ის სამეზობლოში აეწყობა.
ავტორი: სალომე ბენაშვილი