20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დასავლეთ საქართველოში იგრძნეს. ინფორმაცია კურიერს სეისმოლოგიურ ცენტრში უკვე დაუდასტურეს. 

მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში,  ოჩამჩირიდან 52 კილომეტრში დაფიქსირდა. 

ოფიციალური ინფორმაციით ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგიურ ცენტრში განმარტავენ, რომ ამავე ეპიცენტრში მიწისძვრა 2012 წელსაც დაფიქსირდა, მაშინ ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.

 

დღის ამბები