ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მოთხოვნა უცვლელია - მესამე ვადით არჩეული რექტორისა და კანცლერის გადადგომა.
მოშიმშილეები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ შეწყვიტონ აქცია. მათი შეფასებით, სასწავლებლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ შეუძლია რეფორმების გატარება.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ რექტორი კანონის დაცვით არის არჩეული და არ აპირებს გადადგომას.