გია შარვაშიძის სასარგებლოდ აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლაზე საუბრობენ სტუდენტებიც. მათი აზრით, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის კანდიდატურას ხელისუფლება ლობირებს და მისი გამარჯვებით უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს.
ისინი მოუწოდებენ აკადემიურ საბჭოს ზეწოლის მიუხედავად, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ.
იმ შემთხვევაში კი თუ გამარჯვებულმა კანდიდატმა არ გაატარა შესაბამისი რეფორმები, სტუდენტები არ გამორიცხავენ, უნივერსიტეტში კვლავ აქციები დაიწყოს.
„აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრს ურეკავდნენ და შარვაშიძისთვის მიეცათ ხმა, თუმცა ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. ჩვენ ვიცით ეს და ეს ბევრმა იცის უნივერისტეტში, ამიტომ გვგონია, რომ რაც არ უნდა გამჭვირვალე იყოს არჩევნების პროცესი, მისი წინაპირობა არ იყო გამჭვირვალე და არ იყო დემოკრატიული,“ - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ.