დღეიდან პეკინი - ურუმჩი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ავია მიმოსვლა იწყება. რეისებს ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები შეასრულებს.
ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩინეთის ტუროპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყვეს.
დელეგაცია ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, ყვარელი, ბათუმი, ქუთაისი და მესტია დაათვალიერეს.