ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში სარდაფები და საცხოვრებლები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, თბილისში ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა. დაიტბორა სარდაფები და საცხოვრებელი ფართები, რის გამოც წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ტარდება. სააგენტოში გამოძახების რაოდენობას ვერ აკონკრეტებენ. მთწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მცირე მეწყერის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გმირთა მოედანზე შეფერხებულია მოძრაობა. წვიმამ პრობლემები შექმნა მარჯანიშვილზე. ასევე სირთულეები თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩაბზე და ახალ გზაზე. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სახლემწიფო უწყებაში ელექტრო ენერგიის გათშვის შესახებ.
კურიერს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვაჟაზე დანქინ დონატსი დაიტბორა.