ამ დროისთვის საბურთალოს რაიონში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის ძლიერი ნაკადი იყო. უნივერსიტეტის ქუჩაზე მცხოვრები მოსხლეობის ინფორმაციით სრულად დაიტბორა რამდენიმე მაღაზია. მათივე თქმით სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა და ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სიტუაცია არის სტაბილური.
ძლიერმა წვიმამ, რომელიც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, დედაქალაქში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 15 ათას აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ სრულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მთელი ღამის განმავლობაში ზომიერად იწვიმებს. ასევე მათი ინფორმაციით გვიან ღამით წვიმის ინტენსივობა შემცირდება.