20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"TBC ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა

კიდევ ერთი ქართული ბანკის საერთაშორისო აღიარება. TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა, შესაბამისად დღეიდან ფინანსური ჯგუფის აქციები მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია TBC ბანკისთვის, ეს არის 5 ათასი ადამიანის წარმატება, რომელიც დღეს TBC ბანკში მუშაობს. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაოები ჩავატარეთ და დღეს დილით აღვნიშნეთ პრემიუმ ლისტინგში გადასვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაგვემატნენ ახალი ინვესტორები რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნისადმი არის მეტი ნდობა. შესაბამისად მომავალში სხვა ახალ კომპანიებს ლონდონის ბირჟაზე გადასვლა გაცილებით გაუმარტივდებათ,“ - განაცხადა TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დღეს ლონდონში გამართულ საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც.

“ქვეყნისათვის და TBC ბანკისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ TBC ბანკს აქვს უკვე წვდომა იმ ინვესტორებზე რომლებიც თანხებს მხოლოდ პრემიუმ ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებში,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.  

  

დღის ამბები