20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
გლეხები ყურძნის ჩაბარებაზე დადგენილ ფასს აპროტესტებენ

რთველის აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად იზრდება კახელი მევენახეების უკმაყოფილება. გლეხები ყურძნის ჩაბარებაზე დადგენილ ფასს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას ელოდებიან. თელაველები ყვებიან, რომ მოსავლის მიზერულ ფასად ჩაბარება უწევთ. ქარხნებში 1 კგ. ყურძნის ღირებულება 80 თეთრია.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს მმართველ გუნდს დაპირება შეახსენეს. ოპოზიცია ყურძნის საფასურის გაზრდას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობამ რეალური საფასური არ გადაიხადა რთველი 2016 ჩაიშალოს.

რთველის ჩაშლას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემების გასაცნობად ხვალ რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩასვლას სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ყურძნის ფასი საბაზრო ღირებულების შესაბამისია.

კახეთში რთველი თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. ოქტომბრიდან კი ყურძნის კრეფა რაჭაში დაიწყება.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები