01 ოქტომბერი 2024,   17:43
ვრცლად
შუამთის ტყეში დაკარგული მოზარდები იპოვეს

რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები შუამთის ტყეში დაკარგულ მოზარდებს. სამძებრო ოპერაციაში სამხარეო პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო.

მოზარდები თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე იყვნენ წასული. დაკარგულები, იმ ტერიტორიიდან, სადაც გაუჩინარდნენ, რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. როგორც ყვებიან, გოგონებს გზა აებნათ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 14 წლის მოზარდები გვიან ღამითვე დაკითხეს, კახეთის სამხარეო პოლიციაში.

დღის ამბები