20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირის განახლებული ნაწილის გახსნისადმი მიღძვნილი ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდა

გვიანობამდე ზეიმობდნენ აღმაშენებლის გამზირის განახლებული ნაწილის გახსნას მოქალაქეები. რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულებულია მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე მიმდინარე სამუშაოები.

პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს.

დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა. რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აღმაშენებლის გამზირის განახლებული ნაწილის გახსნას მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

"ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რადგან შემდეგი ეტაპები გულისხმობს მთელი საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას ზედა ქუჩების მიმართულებით, ასევე ბაღების აღდგენას, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ბაღების კომპლექსი იქნებ აღდგენილი. ეს იქნება უპირველესყოვლისა მნიშვნელოვანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტებისთვის,“ - განმარტა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები