ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის წევრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელოდებიან. ისინი სტუდენტებს სწავლის დაწყებას მიულოცავენ.
სტუდენტებს სიტყვით მიმართავს ასევე ახალი რექტორი გია შარვაშიძე, რომლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება ღონისძიება პირველ კორპუსში.
„სწავლაზე კარგი არაფერია მემგონი ცხოვრებაში. ახალი სასწავლო წლისგან მოველი აბსოლუტურად განსხვავებულ უნივერსიტეტს, განსხვავებული ურთიერთობებით. თქვენ იცით, რომ მთელი ზაფხული ვმუშაობდით აუდიტორია 115-თან, თვითმმართველობასთან, ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არა პაექრობა, არამედ თანამშრომლობა,“ - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 ათას 500-მდე პირველ კურსელი ყავს. სასწავლებელი სტუდენტებს ასევე განახლებული ინფრასტრუქტურით ხდება.