სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. ხვალიდან, დაუცველი ოჯახების 6-დან 23 თვის ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური საკვები დანამატი უფასოდ გაიცემა.
ლაპარაკია მიკროელემენტების შემცვლელ დანამატებზე. ფხვნილის ნარევის მიღება შესაძლებელი იქნება სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად. დანამატები ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს.
ამ პროგრამისთვის სახელმწიფომ 2 მილიონ 340 ათასი პაკეტი შეიძინა. ერთ ბავშვზე, წლის განმავლობაში, 180 პაკეტია გათვალისწინებული. პროექტი ხვალიდან ამოქმედდება.