შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112 თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამ პროექტს ნერგავს. მობილური აპლიკაცია, ი-ქოლ საქართველო და პროგრამა საპატრულო ეკიპაჟებისთვის - ამ სამი პროექტის პრეზენტაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
უწყებაში პრეზენტაციაზე ახალი პროექტების ფუნქციების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. მინისტრმა შეხვედრაზე ქალაქ რუსთავში დაგეგმილი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის გახსნის შესახებაც ისაუბრა.
„112-ის სამივე, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური ინიციატივა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, შეამცირებს საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების დროს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.