20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
განმუხურში ას ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება

განმუხურში ას ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ქართუს დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება. მშენებლობას თანაინვესტირების ფონდი, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებასაც დააფინანსებს.

პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა, რომელსაც, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას დააფინანსოს ანალოგიური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ე.წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის შესახებ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.

 

 

დღის ამბები