01 ოქტომბერი 2024,   17:37
ვრცლად
ენმ-ის ნოვაციური შეთავაზება - მომხმარებელს ოპოზიციური პარტიის სარეკლამო რგოლის ნახვა ტელეფონში აპლიკაციის ჩამოტვირთვით შეუძლია

ვინ როგორ გეგმავს და აწარმოებს საარჩევნო კამპანიას 2016 წლის არჩევნებისთვის - ტრადიციული საარჩევნო კამპანიის გარდა, ნაციონალური მოძრაობა გათვლას ახალ თაობაზეც აკეთებს და ნოვაციას სთავაზობს. სმარტფონებისა და ანდროიდების მფლობელებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სარეკლამო რგოლის ნახვა ტელეფონში აპლიკაციის ჩამოტვირთვით შეუძლია.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ახალი ტექნოლოგიური მეთოდები - ტელეფონში შესაძლებელია აპის ჩამოტვირთვა, ტელეფონის ვიდეოთვალს რომელიმე სარეკლამოს ბანერის, ან პლაკატისკენ მიმართავ და ვიდეო ჩაირთვება. ეს შესაძლოა იყოს საარჩევნო კლიპი, ან კონკრეტული მაჟორიტარის საარჩევნო კლიპი.

ახალი სტანდარტების და იდეის ავტორი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძეა.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები